დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:35 | 04 ოქტომბერი, 2026 — ლატვია

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში ანდრის კულბერგსის პარტიამ გაიმარჯვა

2026 წლის 3 ოქტომბერს ლატვიის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

სეიმის არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ანდრის კულბერგსის პარტიამ Apvienotais Saraksts (ითარგმნება როგორც გაერთიანებული სია) მოიპოვა გამარჯვება.

ვითარების არსი: პრემიერ-მინისტრის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 35.3% მიიღო.

  • პარტია სეიმში 100-დან 42 სავარძელს მიიღებს - ეს ლატვიის არჩევნების ისტორიაში რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ მიღწეული რეკორდული შედეგია.
  • მეორე ადგილი 13.1%-ით დაიკავა პარტიამ LPV (ლატვია უპირველეს ყოვლისა), მესამეზე 11.8%-ით გავიდა ბლოკი Suverena vara (სუვერენული ხელისუფლება)
  • სეიმში სულ ექვსი პარტია მოხვდა.
  • ამომრჩეველთა აქტივობამ 51,8% შეადგინა - ეს ლატვიის სეიმის არჩევნების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კონტექსტი: კულბერგსი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი გამოდის უკრაინისადმი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაგრძელების ინიციატივით.

  • LPV-ის ლიდერი ბიზნესმენი და პოპულისიტი კონსერვატორი პოლიტიკოსი აინარს შლესერსია, რომელსაც მედიაში "ლატვიელ ტრამპად" მოიხსენიებენ. 
  • შლესერსი რუსეთს აგრესორად მიიჩნევს, თუმცა მთავრობას უკრაინის დახმარებისთვისა და რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტის გამო აკრიტიკებს.
  • "გაერთიანებული სია" და LPV დიდი ალბათობით კოალიციურ მთავრობას შექმნიან.
  • მესამე ადგილზე გასული პარტია Suverena Vara პრორუსული ძალაა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე