17:14 | 18 ნოემბერი, 2026 — რუსეთი
რუსეთი კალინინგრადისა და პოლონეთის საზღვარზე პროვოკაციას გეგმავდა
რუსული სპეცსამსახურები ამზადებდნენ პროვოკაციას კალინგრადის ოლქისა და პოლონეთის საზღვარზე. ის უკრაინის დროშის ქვეშ უნდა ჩატარებულიყო
ვითარების არსი: პოლონეთის სპეცსამსახურებმა და სამხედროებმა აღკვეთეს პროვოკაცია, რომელსაც რუსი ძალოვნები ამზადებდნენ.
- გაზეთ Rzeczpospolita-ს წყაროებზე დაყრდნობით, ის კალინგრადის ოლქთან საზღვარზე ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის დასაწყისში უნდა მომხდარიყო.
- მედიის ცნობით, დივერსიას იდი რაოდენობის მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა.
- ოპერაციაზე პასუხისმგებლობის გადაბრალება უკრაინისთვის სურდათ, რათა ევროპას კიევისთვის დახმარება შეეწყვიტა.
- პოლონეთის სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო ის ობიექტებიც, რომლებზე თავდასხმებიც სავარაუდოდ მზადდებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ პროვოკაციას პოლონეთში მცხოვრები უკრაინელების ხელით უნდა ჩატარებულიყო.
ჩაშლილად: სავარაუდოდ, ოპერაცია 1939 წლის აგვისტოს გლაივიცის ინციდენტის მსგავსი უნდა ყოფილიყო.
- მაშინ SS-ის წევრებმა გერმანულ სადგურზე თავდასხმის ინსცენირება ისე წარმოადგინეს, თითქოს ეს პოლონელების თავდასხმა იყო, რათა შემდგომში ქვეყანაში ფაშისტური ძალების შეჭრა გამართლებულიყო.
- პოლონეთის სპეცსამსახურებმა მომავალ მასშტაბურ პროვოკაციაზე მას შემდეგ შეიტყვეს, რაც საზღვარზე რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები შენიშნეს. ისინი ოპერაციას კოორდინაციას უწევდნენ. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედროები გაგზავნეს.
წინარე ისტორია: ნოემბრის დასაწყისში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარზე საეჭვო აქტივობა დააფიქსირა.
- მაშინ მესაზღვრეებმა "ფარნებიანი ადამიანები: შენიშნეს, რის შემდეგაც პროვოკაცია აღკვეთეს.
- გერმანიაში მომხდარი რამდენიმე დივერსიის შემდეგ, ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმებისგან თავდაცვის ზომების შემუშავება დაიწყო.
- 15 ნოემბერს, ესტონეთმა დეკემბრიდან ლენინგრადის ოლქთან საზღვრის დაკეტვის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც უცნობმა პირებმა დასახლებელ პუნქტ ვიიმსში უპილოტო სისტემების მწარმოებელი კომპანია Threod Systems-ის შენობაზე თავდასხმა სცადეს.