ბენეტი: ისრაელი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას
ისრაელის პრემიერის, ნაფტალი ბენეტის თქმით, ისრაელი აკეთებს ყველაფერს რათა ომი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
ამის შესახებ ისრაელი პრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ჩვენ უკვე გავგზავნეთ ჩვენი საუკეთესო სამედიცინო გუნდი და გავმართეთ საუკეთესო საველე ჰოსპიტალი დასავლეთ უკრაინაში. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ჰოსპიტალში უკვე უმკურნალეს 500-მდე პაციენტს. ამ წამს როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენი ექიმები და ექთნები საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ სიცოცხლეს იმისთვის, რომ დაეხმარონ მათ, ვინც გასაჭირშია. ვამაყობ იმით, რასაც ისრაელი აკეთებს და ისრაელი გააკეთებს ყველაფერს ამ ომის დასასრულებლად. ჩვენ ამ პროცესში ვინარჩუნებთ ახლო კოორდინაციას ჩვენ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან" ,- განაცხადა ბენეტმა.
როგორც ცნობილია ნაფტალი ბენეტი რუსეთსა და უკრაინას შორის ერთ-ერთი შუამავალია.
შუამავლობის თხოვნით, მას ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა - გასულ კვირებში ნაფტალი ბენეტი ესაუბრა ვლადიმირ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკისაც, ისრაელის პრემიერი ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერსაც, თუმცა ამ დრომდე მის მედიაციას არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.