ბლინკენი: პუტინმა ომის დასრულებას მისი გაფართოება არჩია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც მობილიზაცია გამოაცხადა და უკანონო რეფერენდუმი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არჩია ომის დასრულება, არამედ მისი გაფართოება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 22 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"კურსის შეცვლის ნაცვლად, პრეზიდენტი პუტინი გაორმაგებაზე წავიდა, ომის დასრულებას მისი გაფართოება არჩია; ჯარების გაყვანის ნაცვლად დამატებით 300 000 ჯარისკაცის მობილიზაცია გამოაცხადა; დიპლომატიურ გადაწყვეტაზე მუშაობის ნაცვლად მან ასეთი გამოსავალი შეუძლებლად აქცია ყალბი რეფერენდუმებით, უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობით“, - განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა "მის მიერ აანთებულ ცეცხლზე ნავთის დასხმა" გადაწყვიტა არის გაეროს წესდების, გენერალური ასამბლეისა და უშიშროების საბჭოს "უკიდურესი უგულებელყოფა".

"საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვასაც ჩვენ აქ ვცდილობთ, ჩვენს თვალწინ იშლება. ჩვენ არ შეგვიძლია და არ მივცემთ უფლებას პრეზიდენტ პუტინს ამას თავი დააღწიოს", - თქვა სახელმწიფო მდივანმა.

მსგავსი სიახლეები