12:16 | 18 სექტემბერი, 2026
ტრამპის თქმით, ირანთან დაკავშირებით "დიდ გადაწყვეტილებას" უახლოვდება
ტრამპის თქმით, ირანთან დაკავშირებით "დიდ გადაწყვეტილებას" უკავშირდება - განაახლოს თუ არა მასშტაბური დარტყმები.
ვითარების არსი: ამის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა Axios-სთან საუბარში განაცხადა.
- "მე დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები: გავანადგურო თუ არა ისინი (ირანის რეჟიმი). ეს დიდი გადაწყვეტილებაა. არაფერია გამორიცხული"- ამბობს ტრამპი.
დიდი სურათი: ტრამპს მსგავსი განცხადებები გასული 6 თვის განმავლობაში არაერთხელ გაუვრცელებია, თუმცა ამჯერად ეს წინ უძღვის სპარსეთის ყურის მონარქიების ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც სექტემბრის მიწურულს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გაიმართება.
- შეხვედრამ შესაძლოა ომის მომდევნო ეტაპი განსაზღვროს — მათ შორის ისიც, გადაიდგმება თუ არა მორიგი ნაბიჯი დიპლომატიისკენ, თუ სამხედრო მოქმედებები გამწვავდება. თუ ტრამპს ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლება სურს, მას რეგიონული მოკავშირეების მხარდაჭერა დასჭირდება.
- პრეზიდენტმა ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა, რომ ომი მალე დასრულდება. თუმცა აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირი აფრთხილებს, რომ კონფლიქტი გადავიდა არამდგრად ჩიხში - მდგომარეობაში, რომელიც "არც ომია და არც მშვიდობა". მათი აზრით, თუ შეთანხმება მანამდე ვერ შედგა, ტრამპი შესაძლოა შუალედური არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიან საბრძოლო ოპერაციებს დაუბრუნდეს.
კონტექსტი: ტრამპი არ აკონკრეტებს როდის მიიღებს გადაწყვეტილებას: შუალედურ არჩევნებამდე თუ შემდეგ.