ბრიტანეთის მეფეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
დიდი ბრიტანეთის 75 წლის მეფეს, ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლემ 5 თებერვალს განაცხადა.
ბრიტანელ მონარქს კიბო დამატებითი გამოკვლევების შემდეგ აღმოუჩინეს, რომლებიც "ცალკე პრობლემის" გამო ჩატარდა პროსტატის კეთილთვისებიანი წანაზარდის ოპერაციის დროს.
"მისმა უდიდებულესობამ დღეს დაიწყო რეგულარული მკურნალობის კურსი, რომლის განმავლობაშიც ექიმებმა მას ურჩიეს გადაედო საჯარო შეხვედრები. ამ პერიოდის განმავლობაში მისი უდიდებულესობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საზოგადოებრივ საქმეებსა და ოფიციალურ საქმიანობას," - აღნიშნა ბუკინგემის სასახლემ.
მათ არ გაასაჯაროვეს დიაგნოზის დეტალები, მაგრამ აღნიშნეს, რომ ჩარლზ III დადებითად არის განწყობილი მკურნალობის მიმართ "და მოუთმენლად ელის საჯარო მოვალეობებთან სწრაფ და სრულფასოვან დაბრუნებას."
"მისმა უდიდებულესობამ გადაწყვიტა გაასაჯაროვოს თავისი დიაგნოზი, რათა თავიდან აიცილოს სპეკულაციები, იმ იმედით, რომ ეს დაეხმარება საზოგადოებას გაუგოს ყველა კიბოთი დაავადებულს მთელ მსოფლიოში," - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე დიდმა ბრიტანეთმა გამოაქვეყნა მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური პორტრეტი, რომელიც ყველა სამთავრობო დაწესებულებაში ჩამოიკიდება, როგორიცაა სასამართლოები და სამთავრობო ოფისები.