ერდოღანმა ნეთანიაჰუ კვლავ ჰიტლერს შეადარა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კვლავ შეადარა ჰიტლერს. ამჯერად ეს მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გააკეთა.
"ისევე, როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის ალიანსმა სამოცდაათი წლის წინ, ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი უნდა შეაჩეროს კაცობრიობის ალიანსმა," - აღნიშნა მან.
ერდოღანის თქმით, გაეროს სისტემისა და დასავლური სამყაროს ღირებულებები "ღაზაში კვდება" და "კაცობრიობის ალიანსს" მოუწოდებს, შეაჩეროს ისრაელი, აკრიტიკებს გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ ვერ შეძლო ღაზაში ომის დასრულება.
ერდოღანმა არ დამალა ზიზღი ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის პოლიტიკის მიმართ.
"ისინი, ვინც ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობენ, აგრძელებენ იარაღისა და საბრძოლო მასალის ისრაელში გაგზავნას, რათა მან გააგრძელოს ხოცვა-ჟლეტა." - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაძაბულობის შესახებ, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი დგას ლიბანელი ხალხის გვერდით და ისრაელი დაადანაშაულა ჰეზბოლას ტერორისტებზე თავდასხმების გამო, მთელი რეგიონის ომში ჩათრევაში.
"მეტს რას ელოდებით, რომ შეაჩეროთ ხოცვა-ჟლეტა, რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს პალესტინელ ხალხთან ერთად და მთელ რეგიონს ომში ითრევს თავისი პოლიტიკური პერსპექტივისთვის?" - იკითხა ერდოღანმა.