მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:19 | 11 სექტემბერი, 2026 — ხელოვნური ინტელექტი

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად Claude-ის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად ამერიკული კომპანია Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი (Claude) გამოიყენა.

იფნრომაციას გაზეთი Financial Times ავრცელებს.

ვითარების არსი: Anthropic-ის უსაფრთხოების ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ იემენში, ტერიტორიაზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები აკონტროლებენ, მოქმედებდა ჯგუფი, რომელიც იარაღის შექმნის სამ პროექტზე მუშაობდა.

  • მათ შორის იყო მრავალსაფეხურიანი ბალისტიკური რაკეტა და მართვადი ჭურვი, რომელიც ფრენის საკონტროლოდ სმარტფონის დონის კომპიუტერს იყენებდა.

როგორ მუშაობდა სქემა: მებრძოლებმა პროგრამისტების ნაცვლად გამოიყენეს ხელსაწყო Claude Code, რათა დაეწერათ რაკეტის მართვის, ნავიგაციისა და სტაბილიზაციის პროგრამული კოდი, გაემართათ პროგრამული უზრუნველყოფა და ჩაეტარებინათ ფრენის სიმულაციები.

  • უსაფრთხოების ბარიერების თავიდან ასაცილებლად, მათ სამუშაო მცირე ეტაპებად დაყვეს და საბოლოო მიზანს მალავდნენ, რის გამოც სისტემამ ყველა მოთხოვნის დაბლოკვა ვერ შეძლო.

  • ჯგუფმა მართვადი რაკეტა გამოსცადა, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე საათში მათ კვლავ Claude-ს ჰკითხეს, თუ რატომ ჩავარდა ტესტი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: შემთხვევა აჩვენებს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სისტემების შეზღუდულ შესაძლებლობებს - მაღალი დონის ტექნოლოგია სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება არასახელმწიფოებრივი სამხედრო დაჯგუფებებისთვის რთული შეიარაღების დასამზადებლად.

კონტექსტი: კომპანიამ დაკავშირებული ანგარიშები უკვე დაბლოკა, თუმცა დაადასტურა, რომ ჯგუფმა მოასწრო ოფლაინ-სიმულაციის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც Claude-ზე აღარ არის დამოკიდებული.

  • ინციდენტი ემთხვევა ჰუსიტების გააქტიურებას წითელ ზღვაში: დღეს წითელ ზღვაში მდებარე სტრატეგიულად მნიშნველოვანი კუნძული დაიკავეს და ბაბ-ელ-მანდების სრუტის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარების ოპერაცია დაასრულეს.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე