ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ერევანმა და ბრიუსელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ. ამ ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.
სომხური მედიის ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ხოჰანისიანმა და სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვასილის მარაგოსმა.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო სომხეთის ხელისუფლებას თებერვლიდან ამ მისიის მიღებისთვის. ამ მისიამ სომხეთს უკვე ბევრი მისცა სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სტატუსის შესახებ შეთანხმება, რომელიც ჩვენ დღეს მოვაწერეთ, ხელს შეუწყობს უფრო მეტი სამართლებრივ სიზუსტეს, როდესაც საქმე ეხება ქვეყანაში მისიის ყოფნის სხვადასხვა უფლებებისა და მოვალეობების რეგულირებას," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ხოჰანისიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს მის უფრო ეფექტურ საქმიანობას.
ევროკავშირის სამოქალაქო მისიამ მუშაობა სომხეთში 2023 წლის თებერვალში დაიწყო. ისინი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეს პატრულირებენ.