ფრანგების უმრავლესობა მხარს უჭერს სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას

საფრანგეთში მოქალაქეთა უმრავლესობა სამხედრო სამსახურის დაბრუნებას უჭერს მხარს, მაგრამ მოსაზრებები განსხვავებულია იმის შესახებ, თუ რა ფორმით უნდა არსებობდეს ის.
ამის შესახებ Le Parisien-ის დაკვეთით ჩატარებულ Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია საუბარი.
საფრანგეთის მოქალაქეების 86% მხარს უჭერს სამხედრო სამსახურის დაბრუნებას, რომელიც ქვეყანაში საბოლოოდ 2001 წელს გაუქმდა.
ამასთან, Ipsos-ის რესპონდენტებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს ასეთი სამსახურის ფორმატთან დაკავშირებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მომხრეა მხოლოდ 53%, ხოლო გამოკითხულთა მხოლოდ 32% მიიჩნევს, რომ ეს უნდა ეხებოდეს ქალებს.
გამოკითხულთა მესამედი (33%) ემხრობა სამხედრო სამსახურს, მაგრამ ნებაყოფლობით საფუძველზე.
საფრანგეთში სამხედრო სამსახურის აღდგენის მხარდაჭერა ყველაზე დაბალი 35 წლამდე ასაკის ადამიანებშია: 78% მხარს უჭერს პრინციპის დონეზე, მაგრამ მხოლოდ 41% სურს, რომ ის იყოს სავალდებულო.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგების 70%-ზე მეტი შეშფოთებულია, რომ ომი შეიძლება დაემუქროს რუსეთის სხვა მეზობლებს, უკრაინის გარდა.