ფრონტის ხაზი: 20 ივნისის 6 მთავარი ამბავი უკრაინიდან

 

დონეცკში რუსების მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა უკრაინელების მხარეს მებრძოლი ორი ამერიკელი მოხალისე ტყვედ აიყვანეს და საპყრობილეში გადაიყვანეს, იუწყება რუსული სამთავრობო მედია.

უახლესი ამბები უკრაინაში მიმდინარე ომიდან:

  • დაკარგული ამერიკელები დონეცკში: პარასკევს Russia Today-მ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საპყრობილეში ინტერვიუ ჩაწერა ალექსანდერ ჯონ-რობერტ დრუეკსა და ენდი დაი ნგოკ ჰუინთან. საპყრობილის ადგილმდებარეობა, წესით, ცუდს მოასწავებს. რუსეთს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი აქვთ გამოცხადებული, როცა დონეცკი განაჩენგამოტანილ ტყვეებს სადამსჯელო რაზმების მეშვეობით სჯის სიკვდილით.

  • მოემზადეთ ხანგრძლივი ომისთვის: ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის თანახმად, დასავლეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს, რადგან ქვეყნის აღმოსავლეთით მიმდინარე გაცხარებული ბრძოლის შედეგად რუსეთს დამატებითი წინსვლა აქვს. სტოლტენბერგმა და ჯონსონმა კვლავაც ხაზი გაუსვეს, რომ დასავლეთის მთავრობებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის მომავალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად. ნატო-ს ხელმძღვანელის თქმით, არავინ იცის, კონფლიქტი რამდენ ხანს გასტანს: „უნდა მოვემზადოთ, რომ შეიძლება, წლები გაგრძელდეს“.

  • ზელენსკი: რუსეთის საომარი მოქმედებები გამწვავდება: უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა „მომატებულ საომარ მოქმედებებს“ უნდა ელოდეს რუსეთისგან მაშინ, როცა ევროკავშირი მსჯელობს უნდა მიენიჭოს თუ არა უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი. ზელენსკის თქმით, ორშაბათი „მართლაც ისტორიული კვირის დასაწყისია“, როცა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერები ამ საკითხზე იმსჯელებენ.

  • ნგრევა ლიმანში: კვირას სოციალურ მედიაში გავრცელდა გასული თვის ვიდეო, რომელიც ასახავს, როგორ დაამყარეს რუსულმა ძალებმა კონტროლი დონეცკის რეგიონის ქალაქ ლიმანზე. სამხრე კამერის ვიდეო, რომელიც ჯარისკაცმა, სახელმად „რუსაკმა“ 25 მაისს გადაიღო, აღბეჭდავს, თუ როგორ მიიწევენ რუსები წინ განადგურებულ შენობებსა და ცარიელ ქუჩებში. 30 მაისს უკრაინის პრეზიდენტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ლიმანი რუსებმა დაიკავეს.

  • აზოვის დანაყოფის მეთაურები გადაიყვანეს: უკრაინული აზოვის დანაყოფის ვიცე-მეთაური სვიატოსლავ პალამარი (იგივე კალინა) და უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგანის მეთაური სერჰიი ვოლინსკი (იგივე ვაინა) ე.წ. „საგამოძიებო მოქმედებებისთვის“ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო ТАСС იუწყება. მათი ინფორმაციით, მეთაურები, რომლებიც მარიუპოლში აიყვანეს ტყვედ, მოსკოვში, ლეფორტოვოს საპყრობილეში ყავთ.

  • ბრიტანეთი უკრაინას „წვრთნის დიდ პროგრამას“ სთავაზობს: გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის სამხედრო ძალებს შესთავაზა, რომ მონაწილეობა მიიღონ „წვრთნის დიდ პროგრამაში, რომელიც „ომის ძალთა ბალანსს ფუნდამენტურად შეცვლის“, ნათქვამია პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის კიევში ჩასვლის შემდეგ გავრცელებულ დაუნინგ სტრიტის განცხადებაში. მათი თქმით, პროგრამის ფარგლებში ყოველ 120 დღეში 10 ათასამდე ჯარისკაცის გაწვრთნაა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები