უახლესი ამბები უკრაინაში მიმდინარე ომზე:
- ევროკავშირის საკითხი: დღეს ბრიუსელში ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერები, სავარაუდოდ, უკრაინასა და მოლდოვას ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაწევრების პროცესი დიდხანს გაგრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გუშინ 11 ევროპელ ლიდერს ესაუბრა და სამიტის დაწყების წინა დღეს მხარდაჭერა სთხოვა.
- დონეცკის ნგრევა: უკრაინული ძალები ამჟამად დონეცკის რეგიონის ნახევარზე ნაკლებს აკონტროლებენ. ამის შესახებ ადგილობრივმა სამხედრო მეთაურმა ისაუბრა. მისი თქმით, ამ ადგილებში ასზე მეტ ქალაქსა და სოფელს გაზი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.
- პუტინი BRICS-ზე: ვლადიმირ პუტინი ვიდეო ხაზით ჩაერთო BRICS-ის ვირტუალურ სამიტს, რომელსაც ბეიჯინგი მაპინძლობს. პუტინის თქმით, მაშინ, როცა დასავლეთი ეკონოკურ ხიდებს წვავს, რუსეთი სავაჭრო კავშირებს სანდო პარტნიორებისკენ რთავს, როგორიცაა ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. მის მიერ უკრაინაში ომის წამოწყების შემდეგ ეს საერთაშორისო ლიდერების პირველი სამიტი იყო, რომლის წინაშეც პუტინი წარსდგა.
- დაძაბულობა კალინინგრადში: ლიეტუვას პრემიერმინისტრის, ინგრიდა სიმონიტეს თანახმად, სიცრუეა რუსების მტკიცება კალინინგრადის სარკინიგზო ბლოკადის შესახებ. მისი თქმით, ლიეტუვა "მისდევს ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს რუსეთისთვის", ხოლო აუცილებელი პროდუქტი, როგორიცაა საკვები და წამლები, ექსკლავს კვლავინებურად მიეწოდება.
- ნიკოლაევში რაკეტები ჩამოაგდეს: ოთხშაბათს სამხრეთის ქალაქში შვიდი რაკეტა ჩამოაგდეს. გარდაიცვალა ერთი, დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანდა სკოლა, ხუთსართულიანი შენობა და კერძო საწარმეობი, სადაც საწვავი და ლუბრიკანტი იყო განთავსებული. ქალაქის მეტის თქმით, "მთელი ქალაქი შავ კვამლშია გახვეული".
- მსხვერპლი ხარკოვში: ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსების თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი დაშავდა.
- ბრძოლა ლისიჩანსკისთვის: რუსულმა ძალებმა ლისიჩანსკის გარშემო ტერიტორია დაიკავეს. ლისიჩანსკი აღმოსავლეთ ლუჰანსკში ერთადერთი ქალაქია, რომელსაც კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ. ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, სამხრეთიდან რუსების გარღვევა იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მომდევნო დღეებში ლისიჩანკს დაემუქრონ და თავიდან აირიდონ რთული საპირისპირო ვარიანტი - მდინარე სივერსკი დონეცზე გადასვლა.
მომზადებულია CNN-ზე დაყრდნობით.