IPC: ღაზის მოსახლეობის ნახევარი შიმშილის პირასაა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფა ყოველდღიურად მწვავდება - მოსახლეობის ნახევარზე მეტი 1 მილიონი ადამიანი კი შიმშილის პირასაა. 

ამის შესახებ სასურსათო უსაფრთხოების ინტეგრირებული ფაზის კლასიფიკაციის (IPC) მეთოდით ჩატარებულ კვლევაშია საუბარი. 

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით მწვავეა ვითარება სექტორის ჩრდილოეთში სადაც 300 ათასი ადამიანი უკვე მარტშივე აღმოჩნდება შიმშილის პირობებში, სექტორში მცხოვრებმა მილიონზე მეტმა ადამიანმა კი უკვე სრულად ამოწურა საკვების მარაგი. 

ამგვარად, IPC-ის მეთოდით ჩატარებული კვლვების ისტორიაში შიმშილის პირას მყოფი ადამიანების მაქსიმალური რიცხვია. 

"შიმშილისა და საკვების უკმარისობის გავრცელების სიჩქარე ღაზაში შემზარავია",- მსოფლიოს კვების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, სინდი მაკკეინმა. მისი თქმით, ღაზაში კატასტროფილი შიმშილის თავიდან ასაცილებლად "პატარა ფანჯარა" არსებობს. 

კონტექსტი 

ამავე მეთოდით დეკემბერში ჩატარებული კვლევა პროგნოზირებდა, რომ საომარი მოქმედებების გაგრძელებისა და სურსათზე ხელმისაწვდომობის ზრდის გარეშე ღაზის სექტორში შიმშილი მიმდინარე წლის მაისში გამოცხადდებოდა. 

ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ გასული 3 თვის განმავლობაში ამ მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა და კატასტროფული შიშმილის რისკი კვლავ მაღალია. 

ღაზის სექტორში მკვეთრად გაუარესებული ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე აშშ-მა და ზოგმა არაბულმა სახელმწიფომ სექტორში საჰაერო მისიები წამოიწყო. 

პრეზიდენტი ბაიდენი ღაზაში დროებითი პორტის აშენების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ჰუმანიტარული მისიების მიღებას შეძლებდა. 

 

მსგავსი სიახლეები