ირლანდიის პრემიერი: მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას
ირლანდია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა 6 აპრილს, ირლანდიის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
"მივესალმე და მხარი დავუჭირე უკრაინის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. დღეს კიდევ ერთხელ მივესალმები. უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დემოკრატიული უფლებაა განსაზღვრონ თავიანთი პოლიტიკური ორიენტაცია. თქვენ გადაწყვიტეთ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადი გააკეთოთ. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის გაფართოება გახდა სტაბილიზაციისა და დემოკრატიზაციის ძალა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში. ეს ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. და ეს უკრაინის ინტერესებშია", - განაცხადა მან.
მარტინმა განმარტა, რომ ირლანდია მხარს უჭერს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
"ჩვენ გვჭირდება სანქციების რეჟიმი, რომელიც დაარწმუნებს პუტინს და მის რეჟიმს, რომ ის წარმატებას ვერ მიაღწევს. საჭიროა ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ჩვენ მათ გამოვიყენებთ", - თქვა პოლიტიკოსმა.