ისრაელმა სირიაში ირანული შენაერთები დაბომბა

გოლანის მაღლობებიდან ნასროლი რაკეტებით ისრაელმა დამასკოს სამხრეთში ირანული ძალები დაბომბა. ამის შესახებ სირიის სახელმწიფო მედია SANA იუწყება.

ისრაელის სარაკეტო შეტევისას სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები არ ამოქმედებულა.

დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.

ისრაელის მე-12 არხის ცნობით, საარტილერიო შეტევის სამიზნე სამხედრო ბაზა იყო, რომელსაც ირანული და სირიული ძალები იყენებენ.

ეს ამ თვეში სირიის ტერიტორიაზე ისრაელის მიერ განხორციელებული მეორე თავდასხმაა.

 

მსგავსი სიახლეები