დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:01 | 21 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

დუმაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" 49 მონაწილე მოხვდა

რუსეთის სახელმწიფო დუმაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" 49 მონაწილე მოხვდა. 

ვითარების არსი: წინასწარი მონაცემებით, "ედინაია როსიადან" სახელმწიფო დუმაში 49 ისეთი კანდიდატი მოხვდა, რომელიც საკუთარ თავს სპეცოპერაციის მონაწილედ მიიჩნევს.

  • ამის შესახებ პარტიის გენერალური საბჭოს მდივანმა ვლადიმირ იაკუშევმა კენჭისყრის შედეგებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
  • "ჯერჯერობით წინასწარ შედეგებზე ვსაუბრობთ, თუმცა უკვე ვხედავთ, რომ ეს მანდატები მიღებული იქნება. ეს სერიოზული წვლილია. ჯერჯერობით ეს წინასწარი შედეგებია, თუმცა ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ პრეზიდენტმაც ისაუბრა". - განაცხადა იაკუშევმა.
  • მანდატები ასევე უნდა მიიღოს "მოლოდაია გვარდიის" ("ედინაია როსიის" ახალგაზრდული ფრთის) ორმა წარმომადგენელმა.

ჩაშლილად: "ედინაია როსია" სახელმწიფო დუმაში უკრაინის ომის ასამდე მონაწილის შეყვანას გეგმავდა, წერდა გამოცემა "რბკ" პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

  • წინასაარჩევნო მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, რათა რუსი სამხედროებისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ.
  • "თქვენი არჩევანი და ნება კვლავ აჩვენებს, რომ ჩვენი მებრძოლების უკან მილიონობით ადამიანი დგას და რომ ჩვენ შეკრული ხალხი ვართ". - ამბობდა პუტინი.

კონტექსტი: რუსეთში დუმის არჩევნები გაიმართა, რომელშიც ვლადიმირ პუტინის პარტია "ედინაია როსიამ" გაიმარჯვა.

  • წინასწარი მონაცემებით, სამთავრობო პარტიამ ხმების 58% მიიღო, მეორე ადგილზე 14%-ით რუსეთის კომუნისტური პარტია გავიდა. 
  • ბარიერი გადალახეს ასევე ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (ლდპრ) და "ნოვიე ლუდიმ". 5% ბარიერის გადალახვასთან ახლოს არის პარტია "სპრავედლივაია როსია".
  • ერთადერთი რეალურად ოპოზიციური პარტია, რომელსაც ანტისაომარი ნარატივი ჰქონდა "იაბლოკოო", რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არჩევნებიდან ჩახსნეს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე