ISW: პრიგოჟინი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას გეგმავს

კრემლის კონტროლს დაქვემდებარებული ფსევდო კერძო სამხედრო ორგანიზაცია ვაგნერი, რომელმაც სხვადასხვა წყაროების მიხედვით, უკრაინასთან ომში - 30,000 ჯარისკაცი დაკარგა, შევსებას სკოლის მოსწავლეებით აპირებს. 

ეს ინფორმაცია, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) გაავრცელა.

ევგენი პრიგოჟინის სურვილია, რომ გაზარდოს ვაგნერის იდეოლოგიური ამბიციები, რასაც სკოლებსა და სპორტულ კლუბებში რეკრუტირების ცენტრების გამოყენებით გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, 6 ასეთი ცენტრი უკვე ფუნქციონირებს. 

ამ მიზნით, მაგალითისთვის - მურმანსკის ოლქში, ვაგნერის წევრები ჰეროიკულ ისტორიებს ყვებიან მათ მებრძოლებზე, ხოლო ყირიმში "პატარა ვაგნერის" ბანაკი გახისნა, რომლის მიზანსაც ახალგაზრდებში პრიგოჟინის ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის პოპულარიზაცია წარმოადგენს. 

ჯარისკაცების შევსების ალტერნატიული მეთოდები ვაგნერისთვის უცხო არ არის. გასულ თვეებში, მათი შემადგენლობა, რუსეთის ციხეებში მყოფი კრიმინალებისგან შეივსო, საიდანაც ბევრი, ბახმუტის ბრძოლას შეეწირა. 

ბოლო კვირეების განმავლობაში, ევგენი პრიგოჟინი აქტიურად ითხოვდა სამხედრო ამუნიციის მიღებას და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ღიად აკრიტიკებდა. 

ეს დაპირისპირება, რუსს სამხედრო მეთაურებს შორის ამ დრომდე არ ამოწურულა. 

მსგავსი სიახლეები