კატარი: ზავი ჰამასსა და ისრაელს შორის 2 დღით გახანგრძლივდა

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 2 დღით გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა. 

ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლმა მაჯიდ ალ-ნასრიმ განაცხადა. 

ამგვარად, სავარაუდოა, რომ 28 ნოემბერს ჰამასი კიდევ 10 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, ხოლო ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის თითოეულ დღეზე საპატიმროებიდან 30 პალესტინელ პატიმარს. 

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების განცხადება ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ისრაელს. შეთანხმების გახანგრძლივებას ადასტურებს ჰამასი. 

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება დაადასტურა თეთრმა სახლმა. 

კონტექსტი 

ისრაელმა და ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების ნაწილის გათავისუფლების შესახებ თანხმობას 23 ნოემბერს მიაღწიეს. 

შეთანხმება ძალაში 24 ნოემბერს დილის 7 საათიდან შევიდა ძალაში. ცნობილია, რომ შეთანხმების ერთ-ერთ წინაპირობად ისრაელმა დანარჩენი მძევლების წითელი ჯვრის სამსახურის მიერ მონახულება დაასახელა. 

გარდა ამისა, შეთანხმების ფარგლებში ისრაელი ღაზის სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთების მოცულობას გაზრდას დათანხმდა, მათ შორის შეთანხმების ფარგლებში ომის დაწყების შემდეგ ღაზაში პირველად შევიდა საწვავიც. 

 

მსგავსი სიახლეები