კიევთან ახლოს ავიაკატასტროფაში უკრაინის შსს-ს ხელმძვანელობა დაიღუპა
კიევის მოხლობლად ბროვარებში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, ამ დროისთვის ცნობილია 16 დაღუპულის შესახებ, მათ შორის 2 ბავშვია.
დაშავებულია 22 ადამიანი, რომლებიც უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაიცვალა უკრაინის შსს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევგენი ენინი, შსს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა კატასტროფის მიზეზი.
მასალა განახლებადია.