კვლევა: ამერიკელების 55% უკრაინაში უკრაინაში ჯარების გაგზავნას ეწინააღმდეგება
ამერიკის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინაში სამხედროების რუსეთთან საბრძოლველად გაგზავნას ეწინააღმდეგება. ამას YouGov-ის საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევაში ვკითხულობთ.
კვლევის თანახმად, ამერიკელების 42% თვლის, რომ ამერიკა უკრაინას ფინანსურად უნდა დაეხმაროს, 24% ამას ცუდ იდეად მიიჩნევს და 34%-მა არ იცის.
ამერიკელების 55% ამერიკელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგია, მხოლოდ 13% თვლის, რომ ეს კარგი იდეაა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ წარსულში განაცხადა, რომ უკრაინას მხარს დაუჭერს, მაგრამ იქ ამერიკელი სამხედროების გაგზავნა არ განიხილება.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის "დაუყოვნებლივ" დატოვებისკენ მოუწოდა.
მსგავსი განცხადებები გააკეთეს ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ, ისრაელმა, ლატვიამ და სხვა ქვეყნებმა.