მაროკოს მეფე: ალჟირთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გვსურს
მაროკოს მეფე მუჰამად მეექვსეს ალჟირთან გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა სურს.
„ის, რაც ეხება ალჟირის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ეხება მაროკოსაც - [ეს ქვეყნები] ტყუპებივით არიან“, - განაცხადა მაროკოს მონარქმა.
ჩრდილოეთ აფრიკის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გასული წლის აგვისტოში დასავლეთ საჰარის ტერიტორიის სტატუსის გამო დაიძაბა.
ალჟირი დასავლეთ საჰარაში პოლისარიოს ფრონტის მხარდამჭერად მიიჩნევა, რომელსაც რაბატისგან დამოუკიდებლობა სურს.
ალჟირს და მაროკოს შორის საზღვარი 1994 წლიდან ჩაკეტილია.
ამჟამად მაროკო დასავლეთ საჰარის ტერიტორიის 80 პროცენტს აკონტროლებს.
დასავლეთ საჰარაზე რაბატის სუვერენიტეტი 2020 წელს ვაშინგტონმაც აღიარა, რაც აბრაამის შეთანხმების დადების საფუძვლად იქცა. სანაცვლოდ, მაროკომ და სხვა არაბულმა ქვეყნებმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს.
მაროკოს რეფორმისტი მონარქი ქვეყანას 1999 წლის შემდეგ მართავს.