ახალი ამბები

18:50 | 09 სექტემბერი, 2026 — ხელოვნური ინტელექტი

Anthropic-ის მკლევარი კომპანიიდან გადადგა და ამბობს, რომ AI-ს კაცობრიობის განადგურება შეუძლია

კომპანია Anthropic-ის დამფუძნებელი, დარიო ამოდეი

ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Anthropic-ის მკვლევარი კომპანიიდან წავიდა და ამბობს, რომ ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და უახლოვდება საშიშ ზღვარს, როდესაც კაცობრიობის განადგურებას შეძლებს. 

ვითარების არსი: ჯეიკობ კოქსონის თქმით, ხალხი, რომელიც ტექნოლოგიის განვითარებაზე მუშაობს დარწმუნებულია, რომ ხელოვნური ინტელექტს კაცობრიობის განადგურება მიმდინარე ათწლეულის დასრულებამდე შეეძლება. 

  • "ეს არ არის მარკეტინგული ხრიკი. წამყვანი სპეციალისტები საჯარო გამოსვლებში ფრთხილად არჩევენ სიტყვებს, თუმცა მე ვიცი რას ამბობენ ისინი კერძო საუბრებში. ადამიანის არცერთი სხვა აქტივობა არ არის ამ დონის საფრთხის შემცველი"- წერს კოქსონი. 

ჩაშლილად: კოქსონის პათოსს იზიარებს კომპანიის კვლევითი და თანხვედრის (Alignment) დეპარტამენტის უფროსი, ევან ჰაბინგერი - "ჯეიკობი მართალია. ჩვენ მართლაც გვჯერა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კაცობრიობა გაანადგუროს. ვფიქრობ ამის რისკი მომდევნო ათწლეულში 10%-ზე ნაკლებია." 

  • ჰაბინგერის თქმით, Anthropic--ის მესვეურები მაქსიმალურად ცდილობენ რისკების დაზღვევას, მაგრამ ჯერჯერობით კომპანიას არ აქვს ხელოვნური ინტელექტის და ადამიანის ინტერესების თანხვედრის უზრუნველყოფის გეგმა და აქამდე შორი გზაა.

  • მსგავსი აზრი გამოთქვა კომპანიის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, სემუელ მარკსმა - მისი თქმით, მსგავსი რამ (კაცობრიობის განადგურების უნარი) შესაძლოა მომდევნო რამდენიმე წელში მოხდეს - "რაც უფრო მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ მით უფრო მეტად მიიჩნევენ ვითარებას საგანგაშოდ." 

დიდი სურათი: მიმდინარე მოვლენებს წინ უძღოდა კიდევ ერთი წამყვანი კომპანიის, OPENAI-ის დამფუძნებლის სემ ალტმანის განცხადება, რომლის მიხედვითაც "ხელოვნური ინტელექტი საშიში და უკონტროლო ტემპით ვითარდება." 

  • კრიტიკოსების შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის მფლობელი კომპანიებისგან მსგავსი განცხადებები მანიპულაციაა, რომლის მიზანიც ერთის მხრივ მათი პროდუქტების მიმართ ინტერესის გაზრდა, ხოლო მეორეს მხრივ მკაცრი სახელმწიფო რეგულაციების შემოღებაა, რაც გაამყარებს მათ დომინანტურ პოზიციას ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე. 

  • მიუხედავად ამისა, ბოლო თვეების განმავლობაში ტექნოლოგიაზე მომუშავე სულ უფრო ადამიანი საუბრობს ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ რისკებზე - საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც წვდომა აქვთ მოდელებზე, რომლებიც ჯერ არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე