17:40 | 24 ოქტომბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
The Atlantic: რიტორიკის მიუხედავად СIA უკრაინას უფრო აქტიურად ეხმარება, ვიდრე ბაიდენის დროს
უკრაინასა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის დაძაბულობის ახალი რაუნდის მიუხედავად ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს უკრაინის სადაზვერვო დახმარება არ შეუწყვეტია, მეტიც უკრაინასთან ერთობლივი ოპერაციები უფრო აგრესიულია, ვიდრე ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს.
ვითარების არსი: ინფორმაცია ამის შესახებ The Atlantic სამმართველოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის როლის შესახებ მიძღვნილ მასალაში ავრცელებს.
- ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, რეტკლიფი სულ უფრო მზარდ როლს თამაშობს რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში.
ჩაშლილად: უკრაინის საიდუმლო სამსახურში წყაროს ცნობით, არსებობს მტკიცებულებები, რომ გასულ კვირას სარაკეტო დარტყმების ადრეული შეტყობინების სისტემა ტექნიკური სირთულეების გამო ჩავარდა და ეს არ ყოფილა პოლიტიკური გადაწყვეტილება.
- წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პერსონალური დაძაბულობის მიუხედავად, სამმართველოს არ შეუწყვეტია სადაზვერვო მონაცემების მიმოცვლა უკრაინასთან.
- მათ შორის საუბარია მონაცემებზე, რომლებიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მტკივნეული დარტყმების განხორციელების საშუალებას აძლევს.
- "ადგილებზე ამერიკის წარმომადგენლებს შორის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები წამყვან როლს ასრულებენ. სამმართველოს დახმარებით უკრაინელები მეტად დახვეწილ შეტევებს ახორციელებენ"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
- კიდევ ერთი წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ანტი-უკრაინული რიტორიკის ფონზე, ამის წარმოდგენა რთულია "ამჟამად სამმართველოს ოპერაციები რუსეთის წინააღმდეგ უფრო აგრესიულია, ვიდრე ბაიდენის პრეზიდენტობის დროს."
დიდი სურათი: მასალის ავტორების ცნობით, რეტკლიფი კარგად იაზრებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეს, თუმცა თუ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის დახმარების შეჩერებას შეწყვეტს ის "დიდად არ შეეცდება ტრამპის გადარწმუნებას."
- "უკრაინელები იაზრებენ, რეტკლიფის როლს, მათ იციან, რომ მისი უფროსი ცვალებადი ხასიათის ადამიანია და თუ ტრამპი მართლაც გადაწყვეტს მუქარებიდან მოქმედებაზე გადასვლას, ის დაემორჩილება ბრძანებას"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
- ამასთანავე კიევში რეტკლიფს მიიჩნევედ ადამიანად, რომელიც კარგად იაზრებს იმ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი ამერიკის ინტერესებს უქმნის და იმედი აქვთ, რომ ის ტრამპის ბრძოლის ველზე შექმნილ რეალურ ვითარებას დაანახებს."