ნიდერლანდების პრემიერი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობით დაინტერესებულია
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მომავალში ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებით დაინტერესებულია.
ამის შესახებ Politico წერს.
რუტეს თქმით, ნატოს გენერალური მდივნის პოზიცია "ძალიან საინტერესოა."
ამავე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ნიდერლანდების მთავრობის მეთაური დიდი ხნის განმავლობაში იყო.
მან დაამატა, რომ ეს საქმე "ნამდვილად დამქანცველია."
"მუდმივად ფეხზე უნდა იყოთ, ზოგჯერ ხანგრძლივი ფრენების შემდეგაც," - აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერმა.
10 ივლისს რუტემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ის თითქმის 13 წელია ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრია და თანამდებობაზე ახალი მთავრობის ფორმირებამდე დარჩება.
იენს სტოლტენბერგი, რომელიც ნატოს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, ზაფხულში თანამდებობაზე 2024 წლის ოქტომბრამდე დარჩენას დათანხმდა.