ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი და ბელორუსი სპორტსმენები აზიურ თამაშებზე არ დაუშვა
რუს და ბელორუს სპორტსმენებს აზიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ. ამ ინფორმაციას პორტალი Inside the games 2 სექტემბერს ავრცელებს.
"2023 წლის აზიურ თამაშებზე რუსეთის და ბელორუსის პასპორტების მქონე სპორტსმენების მონაწილეობის კონცეფცია მუშავდებოდა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა," - აცხადებენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში (IOC).
"არ იქნებიან რუსი და ბელორუსი სპორტსმენები (აზიურ თამაშებზე - რედ.) და ეს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და არა აზიის ოლიმპიური საბჭოს გადაწყვეტილება." - განუცხადა აზიის ოლიმპიური საბჭოს წარმომადგენელმა Inside the games-ს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, IOC-მა რუს და ბელორუს სპორტსმენებს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა აუკრძალა.
რამდენიმე თვის შემდეგ კომიტეტმა სპორტულ ფედერაციებს რუსების და ბელორუსების დაბრუნების რეკომენდაცია გაუწია, თუმცა ნეიტრალური დროშით და მკაცრი პირობების დაცვით.
ეს რეკომენდაცია არ ეხება 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში და 2026 წელს იტალიის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას.
"ამ საკითხზე გადაწყვეტილებას შესაფერის დროს მივიღებთ." - აცხადებს IOC.
ივლისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 500-მდე რუსი და ბელორუსი სპორტსმენი 2023 წლის აზიურ თამაშებზე ნეიტრალურ სტატუსით შეიძლება დაშვებულიყო.
აზიურ თამაშებში მონაწილეობა სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაზე კვალიფიკაციის მიღების საშუალებას მისცემდა.