ორბანი მოსკოვში ჩაფრინდა

უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც ცოტა ხანში ვლადიმირ პუტინს შეხვდება. 

ინფორმაციას ამის შესახებ ორბანის პრესსპიკერი ავრცელებს. ორბანის კანცელარიის ცნობით, უნგრეთის პრემიერი მოსკოვში "სამშვიდობო მისიით" იმყოფება. 

4 ივლისს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ორბანის მოსკოვში ვიზიტის შესახებ Financial Times წერდა. 

კონტექსტი 

2 ივლისს ორბანი ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად იმყოფებოდა უკრაინაში. უნგრეთის პრემიერმა ვიზიტი ევროკავშირში მისი ქვეყნების თავმდჯომარეობის დაწყებას დაუკავშირა. 

კიევში მყოფმა ორბანმა, ზელენსკის შესთავაზა ეფიქრა ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებამდე. 

ორბანის თქმით, ის არ ეწინააღმდეგება ომის შეწყვეტის უკრაინულ გეგმას, თუმცა მისი აზრით, ამის მიღწევა საერთაშორისო დიპლომატიის წესების გამო უკიდურესად რთული მისაღწევი იქნება და პროცესი გაჭიანურდება. 

"სწორედ ამიტომ, მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს იფიქროს ხომ არ არსებობს სხვა გზა: შევაჩეროთ ომი და შემდეგ დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან, რადგანაც ცეცხლის შეწყვეტა დააჩქარებდა მოლაპარაკებების პროცესს" - განაცხადა ორბანმა. 

ორბანისვე თქმით, ზელენსკიმ არ დაეთანხმა მის ინიციატივას. ამასთანავე, მოლაპარაკებებამდე ცეცხლის შეწყვეტა გამორიცხა ვლადიმირ პუტინმა.

მოსკოვში ორბანის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. "რუსეთი აგრესორია, უკრაინა მსხვერპლია, ვერ იქნება ვერანაირი საუბრები უკრაინის გარეშე"- წერს მიშელი. 

მსგავსი სიახლეები