პენტაგონის დაზვერვის უფროსი: ЗСУ-ს მიერ ფრონტის გარღვევის შანსი 40-50%-ია

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დაზვერვის უფროსის, ტრენტ მოლის თქმით, უკრაინის კონტრიერიშის ტემპი ბოლო კვირებში გაიზარდა და წლის ბოლომდე ფრონტის გარღვევის შანსი კვლავ საკმაოდ მაღალია. 

ამის შესახებ პენტაგონის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

მოლის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ რობოტინესთან უკვე დაძლიეს რუსეთის დაცვის პირველი ხაზი და უკვე მეორე ხაზზე არიან კონცენტრირებულები. 

"ეს საუბარი რამდენიმე კვირის წინ რომ გვქონოდა, უფრო პესიმისტურ შეფასებებს გავაკეთებდი"- ამბობს მოლი ინტერვიუში. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიამ პირველ სერიოზულ წარმატებას 30 აგვისტოს მიაღწია

ჟურნალისტთან საუბარში მოლი აღნიშნავს, რომ მისი სააგენტოს მიერ გავრცელებული შეფასებები წარსულში რამდენიმეჯერ აცდა რეალობას, მათ შორის 2014 წელს ერაყში და 2021 წელს ავღანეთში. "ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ავღანეთის არმია წინააღმდეგობას წლის ბოლომდე მაინც შეძლებდა, მაგრამ ასე არ მოხდა."

მოლის თქმით, სწორედ ერაყისა და ავღანეთის გამოცდილება იყო იმ ვარაუდების წინაპირობა, რასაც სააგენტო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით გამოთქვამდა. "ჩვენ გვქონდა განცდა, რომ ქაღალდზე უკრაინელები ყველა კომპონენტში ძალიან იჯაბნებოდნენ". მოლის თქმით, უკრაინის წინააღმდეგობამ შეცვალა სააგენტოს მიდგომა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის ბრძოლისთვის ეროვნული მზაობისა და ნების გაზომვა. მოლი ხაზს უსვამს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და პირადად პრეზიდენტ ზელენსკის კიევში დარჩენის გადაწყვეტილების მნიშვნელობას. 

შეფასების შეცვლილი მეთოდოლოგიას კრიტიკული მნიშვნელობა მომდევნო კვირებში ბრძოლის ველზე განვითარებული მოქმედებების ანალიზისთვის. 

მოლის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა შეცვალეს არასწორად შეაფასეს რუსეთის მიერ აგებული დაცვის ხაზების სიღრმე და ფიქრობდნენ, რომ ჯავშანტექნიკის გამოყენებით უფრო მარტივი იქნებოდა ამ დაბრკოლებების დაძლევა. 

ამასთანავე, მოლის თქმით, რუსეთს დაცვის მესამე ხაზში კვლავ მნიშნველოვანი ძალებია კონცენტრირებული და მისი დაძლევა მარტივი არ იქნება. 

უკრაინის წარმატებისთვის მოლი 2 კრიტიკულ ფაქტორს გამოჰყოფს: საარტილერიო ჭურვები და ამინდი. 

ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინის არმიისთვის სერიოზული მიღწევების ფანჯარა მომდევნო 6-7 კვირა იქნება, რის შემდეგაც შეცვლილი ამინდი გაართულებს სამხედრო ტექნიკის მოძრაობას. 

მას შემდეგ რაც უკრაინამ ბოლო კვირებში ბრძოლებში ჩართო რეზერვების დიდი ნაწილი ზოგი წყარო მიიჩნევს, რომ ბარიერების დაძლევის შემთხვევაშიც უკრაინის არმია ვერ შეძლებს სტრატეგიული მიზნის მიღწევას და აზოვის ზღვის სანაპიროზე გასვლას. 

უფრო ოპტიმისტური შეფასებები აქვს ტრენტ მოლს, რომელიც უკრაინის არმიის ბოლო დღეების მიღწევებს მნიშვნელოვანს უწოდებს - მოლის თქმით, იმის შანსი, რომ წლის ბოლო რუსეთის დაცვის დანარჩენ ხაზებსაც დაძლევენ 40-50%-ის ფარგლებშია და სრულიად რეალისტურია. 

მოლის თქმით, ეს შესაძლოა გაუარესებულმა ამინდმა და საარტილერიო ჭურვების ნაკლებობამ გაართულოს. მიუხედავად ამისა, მოლის თქმით, თუ უკრაინა შეინარჩუნოს უკვე დაკავებულ პოზიციებს მომდევნო წელს მას ახალი შეტევის დაწყების კარგი შანსი ექნება. 

 

მსგავსი სიახლეები