Pew: ამერიკელთა 47% მხარს უჭერს უკრაინის დახმარების გაგრძელებას
ამერიკელთა 47% მხარს უჭერს უკრაინის დახმარების არსებულ დონეზე გაგრძელებას ან გაზრდას.
ამის შესახებ Pew Research-ის მიერ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევაშია საუბარი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ ამერიკელთა 31% მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა უკრაინას უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე მათი აზრით უნდა ეხმარებოდეს.
ამასთანავე გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ დახმარების მოცულობა საკმარისია, ხოლო კიდევ 18% ფიქრობს, რომ ამერიკა უკრაინას არასაკმარისად ეხმარება.
კვლევამ აჩვენა, რომ განუხრელად იზრდება ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ უკრაინას ზედმეტად ეხმარება, ეს ზრდა განსაკუთრებით მაღალია რესპუბლიკურად განწყობილ ამომრჩევლებში. ამ დროისთვის ასე ფიქრობს რესპუბლიკურად განწყობილი ამერიკელების 48%.
უკრაინის საკითხზე მზარდ პარტიულ განსხვავებებს აჩვენებს დემოკრატიულად განწყობილი ამერიკელების კვლევა. მათგან 40% მიიჩნევს, რომ ამერიკის მიერ უკრაინისთვის გადაცემული დახმარების მოცულობა ადეკვატურია, ხოლო 24 მიიჩნევს, რომ არაკმასირია.
კვლევის მიხედვით უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ საკმაოდ საინტერესოა ამერიკელი ამომრჩევლებისთვის - გამოკითხულთა 61-62% ამბობს, რომ რეგულარულად ეცნობა ახალ ამბებს ომის შესახებ.
კონტექსტი
6 ივლისს სენატში ფაქტობრივად ჩაიშალა უკრაინის საკითხზე მიძღვნილი დახურული ბრიფინგი - უკმაყოფილო რესპუბლიკელებმა დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადეს, რომ მათ საზღვარზე არსებული მდგომარეობის გამოსწორების შესახებ ვერანაირი წინადადება ვერ მოისმინეს.
შედეგად ჩაიშალა ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო-მიმართვაც.
კონგრესი ამ დრომდე უარს ამბობს თეთრი სახლის მიერ წარდგენილი 111 მილიარდი დოლარიას პაკეტის დამტკიცებაზე, რომელშიც უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების პაკეტი შედის. ამ თანიდან 65 მილიარდი დოლარი უკრაინისთვისაა განკუთვნილი.
8 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თეთრი სახლი მზად არის გარკვეულ დათმბობებზე რესპუბლიკელების წინაშე უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად.
ამავე წყაროს ცნობით, ახალი პაკეტის მისაღებად კანონმდებლობს ერთი კვირა აქვთ, რის შემდეგაც ამერიკაში საშობაო შვებულება იწყება.