17:42 | 21 ნოემბერი, 2026 — გერმანია
გერმანიის მოსახლეობის ნახევარს უკრაინის დახმარების შემცირება სურს
გერმანიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი უკრაინის დახმარების შემცირებას ან სრულად შეწყვეტას უჭერს მხარს. ამის შესახებ YouGov-ის კვლევა მეტყველებს, რომელიც Welt am Sonntag-ის დაკვეთით ჩატარდა.
ვითარების არსი: კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25%-ს უკრაინის მხარდაჭერის სრულად შეწყვეტა სურს, 24% კი მის შემცირებას ემხრობა. ამგვარად, ჯამურად 49% მიიჩნევს, რომ აუცილებელია დახმარების მოცულობის შემცირება ან მასზე სრული უარის თქმა.
- ამასთან, გამოკითხულთა 30%-ს მხარდაჭერის უცვლელად შენარჩუნება სურს, 9% კი მისი გაზრდის მომხრეა. კიდევ 11%-ს პასუხი არ აქვს.
სტრიქონებს შორის: YouGov-ის გამოკითხვამ შესამჩნევი რეგიონული განსხვავებები გამოავლინა. გერმანიის დასავლეთ ნაწილში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას გამოკითხულთა 55% უჭერს მხარს, წინააღმდეგი კი 42%-ია.
- გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში კი დახმარების შეწყვეტას გამოკითხულთა 59% უჭერს მხარს, გაგრძელებას - 36%.
- განსხვავებები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორისაც გამოვლინდა. "მწვანეების" მომხრეებს შორის ომის ბოლომდე დახმარების გაგრძელებას 85% უჭერს მხარს, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერების 75%.
- საპირისპიროდ, ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მხარდამჭერების 84% ომის დასრულებამდე უკრაინის მხარდაჭერას ეწინააღმდეგება.
დიდი სურათი: 10 ნოემბერს გამოქვეყნებული დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის პოლარიზაციის ბარომეტრის თანახმად, უკრაინის მხარდაჭერა გერმანიაში 15 შესწავლილ პოლიტიკურ საკითხს შორის ყველაზე პოლარიზებად თემად დასახელდა.