დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:53 | 21 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

"ჩვენთვის ის მკვლელია" - ზელენსკი პუტინზე ტრამპის სიტყვებს გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია, როგორ მოიხსენიებს პუტინს. "და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ის მტერია. და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ის მკვლელია."


ვითარების არსი: CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია არა მხოლოდ ჯარისკაცების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისაც.


  • მისი თქმით, მიმდინარე წელს რუსეთმა ბრძოლის ველზე წარმატებას ვერ მიაღწია უკრაინის წინააღმდეგ თითქმის ხუთი წლის წინ გაჩაღებული ომის მსვლელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ორი შეტევითი ოპერაცია ჩაშალეს.
  •  "და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა, ჩვენი ინფრასტრუქტურის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ყველა ხიდის, ყველა სარკინიგზო სადგურის მასირებული დაბომბვა. და ყველაფერი დანარჩენის - სკოლების, ეკლესიების," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


სტრიქონებს შორის: ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზეზით პუტინი, როდესაც მასზე საუბრობენ "როგორც კოლეგაზე, მეგობარზე ან რაიმე მსგავსზე," ვერ გრძნობს, რომ მკვლელია.


  • "ის საკმარის ზეწოლას ვერ გრძნობს. არ ვიცი, ეს მისთვის წითელი შუქია თუ მწვანე შუქი, რომ გააგრძელოს, მაგრამ ეს მას არ აჩერებს. ამიტომ გრძნობს, რომ შეუძლია გააგრძელოს," - ხაზი გაუსვა უკრაინის პრეზიდენტმა CNN-ის ეთერში.


დიდი სურათი: 19 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე პუტინს სიტყვებით "ჩემო მეგობარო" მიესალმა.


  • პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ეს ეპიზოდი ასე შეაფასა: "ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან."
  • აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა "ისტორიაში შევა," ხოლო მისი დასრულების შემდეგ თქვა, რომ ის "შესანიშნავად წარიმართა."
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინფინგის თქმით, ამ მოვლენას "ისტორიული მნიშვნელობა აქვს." თავის მხრივ, პუტინმა აღნიშნა, რომ სამ ქვეყანას აქვს "ბევრი საერთო ინტერესი რეგიონული კონფლიქტების მოგვარების ნაწილში, უკრაინის კონფლიქტის ჩათვლით."
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე