პოროშენკომ პუტინს პოლიტიკური თავშესაფრის შეთავაზებაზე უპასუხა

 

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა და პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მიმართვით უპასუხა.  

"ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში პროევროპული ოპოზიციის დევნით, ზელენსკის უპირველეს ყოვლისა სურს პუტინს საჩუქარი გაუკეთოს და ეს უკვე თავად რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა. ვურჩევ ალექსანდრეს ძეს[ზელენსკის], შეწყვიტოს პუტინისთვის სიამოვნების მინიჭება და ქვეყნის დაცვა დაიწყოს. აქეთკენ მიმართოს თავისი და სამართლადამცავი უწყებების ძალისხმევა, რომლებსაც ახლა პოროშენკო უფრო აწუხებთ, ვიდრე რუსული საფრთხე," - აღნიშნა უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, მან პუტინს ურჩია გააცნობიეროს, რომ ამ საკითხს უკრაინელი პოლიტიკოსები თავად გაარკვევენ.

7 თებერვალს პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოროშენკოს, როგორც სახელმწიფო კრიმინალის დევნა "გადაჭარბებული განაცხადია."

მსგავსი სიახლეები