ახალი ამბები

09:16 | 24 მაისი, 2026 — რუსეთი

რუსეთი უკრაინას 600 დრონით და 90 რაკეტით დაესხა თავს

24 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული თავდასხმა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსებმა 90 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 600 დრონი გაუშვეს.

ვითარების არსი: უკრაინელი სამხედროების წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებულია 604 სამიზნე – 55 რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 549 უპილოტო საფრენი აპარატი.

  • ღამის დარტყმის მთავარი სამიზნე კიევი იყო.
  • წინასწარი ინფორმაციით, დაფიქსირებულია 16 რაკეტისა და 51 დამრტყმელი დრონის მოხვედრა 54 ლოკაციაზე, ასევე დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა 23 ლოკაციაზე.
  • გარდა ამისა, რუსების 19-მა რაკეტამ, როგორც ჩანს, მიზანს ვერ მიაღწია.

სტრიქონებს შორის: რუსულმა ჯარებმა კიევზე დარტყმა ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მიიტანეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

  • წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 44 ადამიანი.
  • 24 მაისის ღამეს, კიევის ოლქზე რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

დიდი სურათი: უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა "უკრაინსკა პრავდასთან" დაადასტურა, რომ რუსეთმა ბილა ცერკვას რაიონი "ორეშნიკის" ტიპის რაკეტით დაბომბა.

  • სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს რაკეტის დაცემისთვის დამახასიათებელი მომენტი საბრძოლო ბლოკების განცალკევებით, რასაც ძლიერი აფეთქებების სერია მოჰყვა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე