პუტინი აბუ დაბიშია, შემდეგ კი საუდის არაბეთში ბინ სალმანს შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აბუ დაბიში ჩავიდა, სადაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამად ბინ ზაიედს ხვდება.
დღესვე, ის საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც ქვეყნის ტახტის მემკვიდრესა და დე-ფაქტო მმართველს, მოჰამად ბინ სალმანს უნდა შეხვდეს.
შეხვედრა იმ ფონზე შედგება, როცა ნავთობის წარმოების შემცირების შესახებ OPEC-ის შეთანხმების მიუხედავად, ნავთობზე ფასი შემცირდა.
ნავთობის ფასს რუსეთისა და საუდის არაბეთის ეკონომიკისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს - ორივე ქვეყანაზე ჯამურად მსოფლიოს ნავთობის წარმოების 20% მოდის.
ვლადიმირ პუტინი 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ საუდის არაბეთში პირველად ჩადის.
"ამ ფორმატში რუსეთისა და საუდის არაბეთის ახლო კოორდინაცია ნავთობის მსოფლიო ბაზარზე სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარების შენარჩუნების სანდო გარანტიაა", - აცხადებენ კრემლში.
კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა ისიც, რომ უკვე ხუთშაბათს, 7 დეკემბერს, პუტინი კრემლში ირანის პრეზიდენტს, ებრეიმ რაისის მიიღებს.