რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები იკლებს - Bloomberg

რუსეთმა გასულ კვირას, ივნისის შემდეგ, ზღვით ყველაზე დიდი რაოდენობის ნავთობის ექსპორტირება მოახდინა, მაგრამ სანქციების და შემსყიდველების მიერ ფასების ზედა ზღვარის დაწესებსი გამო, ნავთობის გაყიდვით კრემლის შემოსავალი კვლავ შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg 6 თებერვალს წერს.

რუსეთის მიერ ჩინეთისთვის, ინდოეთისა და თურქეთისთვის ზღვით მიწოდებული ნედლი ნავთობის მოცულობამ 3 თებერვლამდე თვეში 3.29 მილიონი ბარელი შეადგინა - ეს არის დღეში 127 ათასი ბარელით მეტი წინა თვესთან შედარებით და აბსოლუტური მაქსიმუმი 2022 წლიდან.

Bloomberg წერს, აზიაში ოფშორული ნავთობის მიწოდების ზრდის მიუხედავად, კრემლის შემოსავალი მისი ექსპორტიდან მცირდება. სააგენტო ამას უცხოურ ბაზრებზე რუსული Urals-ის ნავთობზე ფასის ვარდნით ხსნის. გასულ კვირას ნავთობის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავალი 7 მილიონი დოლარით შემცირდა და 50 მილიონი დოლარი შეადგინა. ერთ თვეში კი საშუალო კვირეული შემოსავალი 2 მილიონი დოლარით შემცირდა და 54 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის იანვარში Urals-ის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 46.82 დოლარი იყო, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე 35 დოლარით ნაკლებია. 5 თებერვალს ძალაში შევიდა ევროკავშირის აკრძალვა რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე.

ამავდროულად, ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა დააწესეს მესამე ქვეყნებისთვის გასაყიდი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი - 60 დოლარი ბარელზე.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ნავთობისა და გაზით საგადასახადო შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ით შემცირდა. ამასთან, უკრაინის ომის გამო ხარჯები 59%-ით გაიზარდა. ამ ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, რუსეთში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 1.76 ტრილიონი რუბლია ($25 მილიარდი).

მსგავსი სიახლეები