რუსეთში სიდრით მოწამვლით ათობით ადამიანი დაიღუპა
ულიანოვსკის რაიონში, უალკოჰოლო სიდრის დალევის შემდეგ, ხელისუფლების ბოლო მონაცემებით 16 ადამიანი გარდაიცვალა, 19 მძიმედ მოიწამლა. ამის შესახებ 5 ივნისს, გუბერნატორმა ალექსეი რუსკიხმა განაცხადა.
მოწამლულთა და დაღუპულთა უმეტესობა ქალაქ დიმიტროვგრადის მაცხოვრებლები არიან, არიან დაშავებულები ულიანოვსკსა და ნოვაია მალიკლაში.
რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს მოწამვლის გამოვლენის შემთხვევაში სპეციალური მითითებები გაუგზავნა. რეგიონის საავადმყოფოებში სარეზერვო თერაპიული, ჰემოდიალიზისა და რეანიმაციული საწოლები შეიქმნა.
ასევე ორი ქალის გარდაიცავალა სამარას რეგიონში - გამომძიებლების თქმით, იმავე ბრენდის სიდრით მოწამვლისგან. რეგიონში ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნებს არასათანადოდ შესრულების მუხლით.
სიდრით მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა უდმურტიაშიც - მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კვირას საღამოს, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის მოადგილემ, დავიდ მელიქ-გუსეინოვმა თავის რეგიონში ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევების შესახებ განახცადა. მისივე თქმით, არიან გარდაცვლილებიც.
სავარაუდოდ, მოწამვლის წყარო Мистер Сидр-ის პროდუქციაც იყო.
გუსეინოვის თქმით, სამართლის საქმე აღძრულია და სიდრი ბრუნვიდან ამოღებულია.