საფრანგეთი არასრულწლოვნებს პორნოგრაფიაზე წვდომას უზღუდავს
საფრანგეთის მონაცემთა დაცვისა და მედიის მარეგულირებლები წარადგენენ ახალ სისტემას, რომლებიც მიზნად ისახავს არასწრულწლოვნებისთვის პორნოგრაფიაზე წვდომის შეზღუდვას.
თეორიულად, ამგვარი შეზღუდვა საფრანგეთში 2020 წლიდან არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში მოცემულობა განსხვავებულია.
სექტემბერში საფრანგეთის სენატისთვის მომზადებულმა ანგარიშმა გამოავლინა, რომ 15 წლამდე ფრანგების 2/3-ს პორნოგრაფია უკვე ნანახი აქვს.
სექტემბერშივე პარიზის სასამართლომ მარეგულირებელს დაავალა, რომ პორნოსაიტებთან ერთად იმუშავოს მათ შეზღუდვაზე.
გაზეთ Le Parisien-ის თანახმად, ახალი ინიციატივით, ვისაც პორნოგრაფიის ნახვა ენდომება, ტელეფონში აპლიკაცია უნდა გადმოწეროს, სადაც სასურველი მასალის სანახავად ციფრულ სერთიფიკატსა და კოდს მიღებს.
საფრანგეთის ციფრული საკითხების მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს თქმით, ახალი სისტემა ინტერნეტით რაღაცის ყიდვისას ბანკისგან მიღებული თანხმობის მსგავსია.
"2023 წელს წერტილი დაესმევა ჩვენი შვილების პორნოგრაფიაზე წვდომას," - ამბობს ჟან-ნოელ ბარო.
თავის მხრივ, ფრანგული პორნოინდუსტრია სკანდალებშია გახვეული. გასული წლების განმავლობაში არაერთმა ქალმა მსახიობმა საჯაროდ ისაუბრა რეჟისორებისა და სხვა მსხაბიობების მიერ გაუპატიურების, არასათანადო მოპყრობისა და მანიპულაციის შემთხვევებზე.