14:21 | 02 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი
კასპაროვი: ლიეტუვისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია
რუსი ოპოზიციონერი და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ჭადრაკში, გარი კასპაროვი აცხადებს, რომ აშშ-ისა და ლიეტუვის სპეცსამსახურებმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რუსი ოპოზიციონერები გააფრთხილეს.
რა თქვა: კასპაროვმა თავის ბლოგში დაწერა, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის თავდასხმის კონკრეტული სამიზნე იყო.
- "მიუხედავად ამისა, ლიეტუვისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია და სიფრთხილის ზომები უნდა მივიღოთ". - დაწერა მან.
- "მაგრამ მე არ გავჩერდები და არ დავიმალები". - დასძინა კასპაროვმა.
კონტექსტი: ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსული სპეცსამსახურები უცხოეთში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერების ლიკვიდაციას გეგმავდნენ.
- სექტემბერში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა ხუთი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის არსებობის შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების მითითებით მოქმედებდნენ და ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდნენ.
- ოთხშაბათს ესპანურმა გამოცემა El Mundo-მ გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც სავარაუდო სამიზნეებად დასახელდნენ კასპაროვი, პოლიტიკოსი ილია პონომარიოვი და აქტივისტი ივან ტიუტრინი.
- კრემლში აცხადებდნენ, რომ აშშ-ის ბრალდებების კომენტირების საფუძველს ვერ ხედავენ, რადგან არ არსებობს სანდო მტკიცებულებები და ფაქტები.