დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:32 | 16 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს Wildberries-ის დამფუძნებელ ტატიანა კიმს

ევროკავშირი მარკეტპლეის Wildberries-ის დამფუძნებელ ტატიანა კიმის დასანქცირებას გეგმავს.

ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

ვითარების არსი: სანქციების პროექტში, ნათქვამია, რომ Wildberries "რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგების ქსელივით" ფუნქციონირებს და ხელს უწყობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გაყიდვას.

  • გარდა ამისა, აღინიშნა, რომ კომპანიამ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა "VTB ბანკთან", რომლის საკონტროლო პაკეტიც სახელმწიფოს ეკუთვნის და რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება.
  • Wildberries-ის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ევროპული სანქციები ტატიანა კიმის წინააღმდეგ გავლენას არ იქონიებს Wildberries & Russ-ის გაერთიანებული ჯგუფისა და ეკოსისტემაში შემავალი კომპანიების მუშაობაზე.

წინარე ისტორია: 2026 წლის ზაფხულის შუა პერიოდიდან უკრაინა რეგულარულად უტევდა Wildberries-ის მარკეტპლეისის საწყობებს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში.

  • თავდასხმების შედეგად მიყენებული ზარალი მილიარდობით რუბლს შეადგენს.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ რუსულ დარტყმებზე პასუხად შეაფასა და განაცხადა, რომ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებში უპილოტო საფრენი აპარატების კომპონენტები ინახებოდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე