Sky: ტრამპის წარმომადგენელი პუტინთან შეხვედრას 8 საათი ელოდებოდა

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას 8 საათის განმავლობაში ელოდებოდა - ჯამურად მოსკოვში უიტკოფმა 12 საათი დაჰყო. 

State of Play: უიტკოფის ვიზიტის მიზანი იყო გაეგო კრემლის პოზიცია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ზავზე, რომელსაც 11 მარტს, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე უკვე დაეთანხმა უკრაინული დელეგაცია. 

  • შეხვედრის დაგვიანების ოფიციალური მიზეზი ვლადიმირ პუტინისა და ბელარუსის დიქტატორის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა იყო, რომელიც პრეს-რელიზის მიხედვით "დაგეგმილზე დიდ ხანს გაგრძელდა."

  • საყურადღებოა, რომ ლუკაშენკოს ვიზიტის შესახებ ცნობილი მხოლოდ 24 საათით ადრე გახდა, ხოლო უიტკოფის გამგზავრების შესახებ გასულ კვირას

  • რთულია სათქმელია, გამიზნული იყო, თუ არა კრემლის მხრიდან უიტკოფთან შეხვედრის გადადება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამგვარი ქცევა ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებების პატერნში ჯდება - ვლადიმირ პუტინის დაგვიანებების შესახებ ბევრი დაწერილა დასავლურ პრესას; 

  • რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა უიტკოფსა და პუტინს შორის მოსკოვის დროით 1:30-ზე დასრულდა - უცნობია, თუ რამდენი ხანი გაგრძელდა აუდიენცია, ასევე საუბრის შინაარსი.

Context: ეს უიტკოფისა და ვლადიმირ პუტინის მეორე შეხვედრა იყო, პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვალში დასავლური მედიის ცნობით, 3 საათი გრძელდებოდა. 

  • ტრამპმა უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა დადებითად შეფასა და კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ეს საშინელი ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება." 
  • ამასთანავე უიტკოფთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკის ინიციატივას პუტინიც გამოეხმაურა, მისი თქმით, რუსეთი პრინციპში თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ არსებობს ნიუანსებიც.  

  • პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მობილიზაციის შეწყვეტა მოითხოვა. 

Go deeper: რუსეთის შესაძლო მოთხოვნები უკრაინის მთავრობის სრულ დემონტაჟს მოიცავს

მსგავსი სიახლეები