სოჭიში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება ვერ შედგა
სოჭიში ვლადიმირ პუტინის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიდი სამშვიდობო შეთანხმება განიხილებოდა ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმობა ვერ შედგა.
სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი ყარაბაღის შესახებ.
ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მძიმედ წარიმართა და საბოლოოდ გარკვეული ფორმულირებები ვერ შევედა განცხადების საბოლოო ვერსიაში.
რუსეთის პრეზიდენტის ცნობით, სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებთან ერთად 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ერთობლივ განცხადებაში სამივე მხარე აღნიშნავს რუსული სამშვიდობო ძალების "საკვანძო" როლს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისთვის. ამავდროულად ლიდერები იღებენ პასუხისმგებლობან უარი თქვან ძალის გამოყენებაზე, ან მუქარებზე ძალის გამოყენების შესახებ.
შეხვედრა მოსკოვის ინიციატივით გაიმართა და მას მხარეებს დიდი სამშვიდობო შეთანხმება უნდა განეხილათ, რომლის შედეგადაც საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო ყარაბაღის სტატუსი და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანების აღიარების საკითხი.
რუსეთის გარდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესი ევროკავშირის მედიაციითაც მიმდინარეობს.