სტოლტენბერგი: უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ ძლიერდება

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, დასავლეთში უკრაინის მხარდაჭერის შემცირების ან გადაღლის ნიშნებს ვერ ხედავს. 

ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ახლა ყველა სადარაჯოზეა, რომ დემოკრატიებში გადაღლილობის ნიშნებს ხედავენ. ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და უკრაინის სხვა მოკავშირეებში, ჩვენ მსგავს ვერაფერს ვხედავთ",- განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, გაჟღერებული განსხვავებული მიდგომებისა და აზრების მიუხედავად დასავლეთში კვლავ მყარია უკრაინის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მხარდაჭერა. 

სტოლტენბერგის ამბობს, რომ დასავლეთს კვლავს უკრაინის დახმარების პოლიტიკური ნება. 

კონტექსტი 

ბოლო კვირებში უკრაინისა და დასავლეთის სამხედრო თანამშრომლობისა და დახმარების კონტექსტში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მათ შორის დაძლია ტაბუ, რომელიც უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებაზე მოქმედებდა. 

გაერთიანებული სამეფო გახდა პირველი დასავლური სახელმწიფო, რომელმაც უკრაინას Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები მიაწოდა, რის შედეგადაც ЗСУ-ს წვდომის არეალი დაახლოებით 3.5-ჯერ გაიზარდა. 

გასულ კვირაში ჰიროსიმაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელსაც პირადად ესწრებოდა პრეზიდენტი ზელენსკიც მოკავშიირებმა მიაღწიეს შეთანხმებას F-16 ტიპის თვითმფრინავებთანაც დაკავშირებით. 

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნები, რა ვადებში და რამდენ თვითმფრინავს მიაწვდიან უკრაინას, მაგრამ ცნობილია, რომ უკრაინელი პილოტების წვრთნა დასავლეთში უკვე ზაფხულში დაიწყება. 

გარდა ამისა, მაისში უკრაინამ მოკავშირეებისგან მომდევნო თვეებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტის უზრუნველყოფა შეძლო. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საყურადღებოა გერმანიის მიერ გამოყოფილი 2.7 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი, რომელშის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები, საარტილერიო ჭურვები და სხვადასხვა სახის ჯავშანტექნიკაც შედის. 

პრეზიდენტი ზელენსკის თქმით, ჯავშანტექნიკის მსხვილ პაკეტზე შეთანხმება შედგა საფრანგეთთანაც. ვოლოდიმირ ზელენსკის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას 200 კილომეტრზე მოქმედ უპილოტო საფრენ აპარატებს მიაწვდის. 

მსგავსი სიახლეები