სუროვიკინი ვაგნერელებს: ჩვენ ერთი სისხლის ვართ, მოგიწოდებთ შეჩერდეთ
უკრაინაში რუსეთის არმიის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილემ, სერგეი სუროვიკინმა ვაგნერის მებრძოლებს მიმართა.
"ეს ეს არის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით დავბრუნდი მოწინავე პოზიციებიდან, სადაც ჩვენი ჯარები, ჩვენი მეთაურები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მებრძოლები, ჩვენი მოხალისეები, ასრულებენ ამოცანას და სასიკვდილო ბრძოლაში არიან მტრის აღმატებულ ძალებთან. ისინი განიციდიან დანაკარგებს, მაგრამ დგანან თავიანთ პოზიციებზე.
მივმართავ ვაგნერის ხელმძღვანელობას და მეთაურებს - ჩვენი თქვენთან ერთად გავიარეთ რთული გზა, ჩვენ ერთად ვომობდით, მივდიოდით რისკზე, განვიცდიდით დანაკარგებს და ერთად ვიმარჯვებდით. ჩვენი ერთი სისხლის ვართ, ჩვენ მეომრები ვართ. მოგიწოდებთ შეჩერდეთ. მოწინააღმდეგე ელის როდის დაიძაბება ჩვენთან შიდა პოლიტიკური ვითარება. არ შეიძლება ამ რთულ დროს მოწინააღმდეგის წისქვილზე წყალი დავასხათ." - განაცხადა სუროვიკინმა.