TOI: ისრაელის პრემიერი ზელენსკის დანებებას ურჩევდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის უბიძგებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შეთავაზებას დათანხმებოდა, რაც კიევისგან მნიშვნელოვან დათმობებს მოითხოვდა. ამის შესახებ ებრაულ მედიას უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ამ ცნობას უარყოფს.

"მე რომ შენ ადგილას ვიყო, ადამიანების სიცხოცხლეზე ვიფიქრებდი და [პუტინის] შეთავაზებას დავთანხმდებოდი," - უთხრა ბენეტმა ზელენსკის სამშაბათს, სატელეფონო საუბრისას. 

უკრაინელი მაღალჩინოსანი ანონიმურობის პირობით ებრაულ გამოცემებს - Walla-ს და Haaretz-ს ესაუბრა.

წყაროს არ დაუკონკრეტებია პუტინის შეთავაზების დეტალები, რომელზე თანხმობასაც ბენეტი ზელენსკის ურჩევდა, მაგრამ Walla-ს ცნობით პუტინი დონბასის ე.წ. "რესპუბლიკების" აღიარებას ითხოვდა და კიევში რეჟიმის შეცვლის მოთხოვნაზე უარს ამბობდა.

სხვა ინფორმაციით, ბენეტი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ანექსიის ცნობას, დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას და უკრაინის კონსტიტუციის შეცვლას ითხოვდა, რომელშიც ნატოში შესვლის სურვილია დაფიქსირებული.

ზელენსკიმ ბენეტის შემოთავაზება კარგად არ მიიღო და მოკლედ უპასუხა - "გასაგებია".

"ბენეტმა დანებება შემოგვთავაზა," - თქვა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ებრაულ მედიასთან. "ჩვენ ამის არანაირი განზრახვა არ გვაქვს."

 

მსგავსი სიახლეები