ტრამპმა ტარიფები ბესენტისა და ლატნიკის "დაჟინებული" რჩევის შემდეგ დააპაუზა

ამერიკის პრეზიდენტმა მის მიერ გამოცხადებული სავაჭრო ომის შეჩერების გადაწყვეტილება უახლოესი ფინანსური მრჩეველებთან საუბრის შემდეგ მიიღო, რომლებმაც ბაზარზე განვითარებული საგანგაშო ტენდენციები გააცნეს - საუბარია ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრზე, სკოტ ბესენტსა და ჰოვარდ ლატნიკზე. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხი NBC ავრცელებს. წყაროს ცნობით, ლატნიკისა და ბესენტის გარდა, ტარიფების პოტენციურად დამანგრეველ ეფექტებზე აფრთხილებდნენ ტრამპს რესპუბლიკელი კონგრესმენები და მისი ნდობით აღჭურვილი პირები.  

  • მიუხედავად ამისა, წყაროს ცნობით, გადამწყვეტი გავლენა სწორედ ლატნიკისა და ბესენტის ერთობლივმა პოზიციამ იქონია, რის შემდეგაც ტრამპმა ტარიფების დაპაუზება გადაწყვიტა. 

Big Picture: Washington Post-ის ცნობით, პრეზიდენტს ტარიფების გაუქმების თხოვნით მიმართა გასულ დღეებში ელონ მასკმაც, რომელმაც ტრამპის ეკონომიკურ მრჩეველებს, პიტერ ნავაროს ნამდვილი იდიოტი და მატყუარა უწოდა. 

  • თავად ტრამპი ამბობს, რომ ტარიფების მოქმედების დაპაუზება მოქალაქეთა შფოთვის გამო მიიღო, ამასთანავე ამერიკელი პრეზიდენტი აღიარებს, რომ საფონდო ბირჟებზე ვითარება ცუდ მოლოდინებს ქმნიდა. 

Context: ერთადერთი გამონაკლისი, რომელთანაც გაზრდილი ტარიფები კვლავაც იმოქმედებს ჩინეთია, მეტიც ტრამპმა ჩინურ იმპორტზე ტარიფები 104%-დან 125%-მდე გაზარდა. 

  • ტრამპის თქმით, 2 აპრილს დაწესებული ტარიფების მოქმედება 90 დღით შეჩერდება, თუმცა ამ დროის განმავლობაში იმოქმედებს ბლანკეტური 10%-იანი სავაჭრო ტარიფები თითოეული ქვეყნის პროდუქციის იმპორტზე. 

  • ტრამპის მიერ ტარიფების მოქმედებაში პაუზის გამოცხადებას საფონდო ინდექსების ზრდა მოჰყვა - პირველივე წუთებში 7%-ით გაიზარდა S&P 500-ის ინდექსი, რომელზეც უმსხვილესი ამერიკული კომპანიების აქციებით ვაჭრობენ. 

მსგავსი სიახლეები