უოლესი: რუსეთის 'დიდი' იერიში უკრაინაში თუ საერთოდ მიიწევს წინ მხოლოდ მეტრებით
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის 'დიდი' იერიში უკრაინაში, თუ საერთოდ მიიწევს წინ მხოლოდ მეტრობით და არა კილომეტრებით და ისიც უმძიმესი დანაკარგების ფასად.
ამის შესახებ ბენ უოლესმა მიუნხენის კონფერენციაზე Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ომის დაწყების წლისთავზე რუსეთის მასირებული იერიშის დაწყების შესაძლებლობაზე საუბრისას უოლესმა განაცხადა, რომ ბრიტანული დაზვერვას რუსეთის დიდი სამხედრო შენაერთების მობილიზების დამადასტურებელი ცნობები.
უოლესის თქმით, ამ დრომდე რუსეთმა წამოწყებული იერიშის ფარგლებში მხოლოდ ეპიზოდური შეტევის განხორციელება შეძლო და ამ შეტევების ერთადერთი შედეგი "ძალიან მაღალი დანაკარგები იყო."
უოლესი ამბობს, რომ რუსეთი ბოლოდროინდელ შეტევებში ძირითადად მობილიზებულებს იყენებს და ისინი კვლავ მათთვის ტრადიციულ ტაქტიკას მისდევენ და არ ცდილობენ ცოცხალი ძალის დაზოგვას.
"ჩვენ ვხედავთ მათ მცირე დაწინაურებას ყველა ფრონტზე, მაგრამ ათასობით სიცოცხლის ფასად. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, შეძლებს თუ არა რუსეთი დიდ ხანს გაძლოს დანაკარგების ასეთი პროპორციით",- ამბობს უოლესი.
უოლესის თქმით, გაუაზრებელი შეტევებისა და არმიის მომზადების დაბალი მზაობის დონის გამო რუსეთმა უკვე დაკარგა ტანკების 2/3. გაერთიანებული თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მხოლოდ გასულ კვირას ქალაქ ვუჰლედარის ჩავარდნილი შტურმისას 3 ათასამდე ოკუპანტი მოკლეს.
"არ ვარ დარწმუნებულია, რომ ამ მასშტაბის დანაკარგებთან გამკლავება შესაძლებელი იქნება, რუსეთისვისაც კი. იმიტომ, რომ 180 ათას ჯარისკაცს ჰყავს ოჯახის წევრები, მეგობრები, ამ მასშტაბის დანაკარგების დამალვა რუსი ხალხისთვის სულ უფრო რთული ხდება",- ამბობს უოლესი.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა რუსეთის მხრიდან შემცირებულ სარაკეტო იერიშებზეც და განაცხადა, რომ რუსეთი რაკეტების დაზოგვას ცდილობს.
უოლესს კითხვა დაუსვეს უკრაინის არმიაში არსებული საარტილერიო ჭურვების ნაკლებობაზეც - უოლესის თქმით, ეს პრობლემა მართლაც არსებობს, თუმცა ამას სტრატეგიული ხასიათი არ აქვს და დროის შედარებით მოკლე დროშია მოგვარებადი.
"რუსეთს ჯერ კიდევ ჰყავს მნიშვნელოვანი ძალები, მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ისინი ვერ აბერებენ გამოცდას, რუსები დაიქანცნენ, ისინი იტანჯებიან",- განაცხადა უოლესმა.