ვუჩიჩი: კოსოვოს არმია შუაღამით სერბეთზე თავდასხმას გეგმავს
სერბეთის პრეზიდენტის მტკიცებით, კოსოვოს არმია ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას აპირებს. ამის შესახებ ალექსანდრ ვუჩიჩმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.
ვუჩიჩის თქმით, ვითარება უკიდურესად დაძაბულია:
"პრიშტინას რეჟიმი ცდილობს თავი მსხვერპლად გაასაღოს და ამგვარად ისარგებლოს მსოფლიოში არსებული განწყობებით."
ვუჩიჩის თქმით, კოსოვოელები აპირებენ არ დაუშვან მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სერბული ნომრების მქონე ავტომიბილები და ამისთვის უკვე ორივე გადასასვლელ პუნქტზე შესაბამის მზაობაში არიან.
თავის მხრივ სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ცნობები, რომ არმიამ კოსოვოს საზღვარი გადაკვეთა.
დაძაბულობის მიზეზი კოსოვოს მიერ მიღებული ახალი ზომა გახდა, რომლის მიხედვითაც კოსოვოს ტერიტორიაზე შესულ მოქალაქეებს გადაეცემათ დროებითი დოკუმენტები, ხოლო სერბეთის მიერ გაცემული დოკუმენტები ძალადაკარგულად მიიჩნევა.
თავის მხრივ პრიშტინაში აცხადებენ, რომ ეს არის საპასუხო ზომა, რომელიც გამოიწვია სერბეთის გადაწყვეტილებამ არ ცნოს კოსოვოს მიერ გაცემული დოკუმენტაცია.