WaPo: თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და სი ძინფინგის შეხვედრას ამზადებს

თეთრი სახლში ნოემბერში ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინფინგის შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. 

ინფორმციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს

"ეს თითქმის გადაწყვეტილია, რომ შეხვედრა შედგება",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. მომდევნო კვირებში აშშ-ს ვიზიტით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი ეწვევა - სავარაუდია, რომ სწორედ ვან ის ვიზიტის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. 

მაღალი ალბათობთ ლიდერების შეხვედრა სან-ფრანცისკოში, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე შედგება.

კონტექსტი 

გასულ თვეებში ჩინეთსა და აშშ-ს შორის მაღალი დონის კონტაქტები აღდგა - 18 აგვისტოს მალტაში ვან ისა და ბაიდენის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის შეხვედრა გაიმართა. 

საყურადღებოა, რომ ეს ვან ის და ჯეიკ სალივანის მეორე დაუნანსებელი შეხვედრაა - პირველად ისინი ერთმანეთს მიმდინარე წლის მაისში, ვენაში შეხვდნენ. მაშინ შეხვედრის მიზანი ჩინეთის კუთვნილი აეროსტატის სკანდალის გამო გაწყვეტილი კომუნიკაციის აღდგენა იყო. 

ვან ის და სალივანის შეხვედრის შემდეგ, ჩინეთისა და ამერიკის ორმხრივი კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდა - მაისიდან მოყოლებული ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო, ხაზინის, ვაჭრობის მდივნები და  პრეზიდენტის წარმომადგენელი კლიმატის ცვლილებების საკითხში. 

პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენი სი ძინფინგს ერთადერთხელ 2022 წლის ოქტომბერში დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდა. 

მსგავსი სიახლეები