Wion: აგვისტოს მიწურულს ნარენდრა მოდი კიევს ეწვევა

აგვისტოს მიწურულს ინდოეთის პრემიერი 2-დღიანი ვიზიტით კიევს ეწვევა. 

ინფორმაციას შესახებ ინდური საინფორმაციო პორტალი Wion დიპლომატიურ უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მოდის ვიზიტი შესაძლოა 23 აგვისტოს შედგეს - ამ დღეს უკრაინაში ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავენ, ხოლო 24 აგვისტო დამოუკიდებლობის დღეა. 

მოდი და ზელენსკი ერთმანეთს ბოლოს მაისში იტალიაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე შეხვდნენ. ინდოეთის პრემიერმა ზელენსკის კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის მხარდაჭერაზე განუცხადა. ზელენსკიმ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა მოდის ე.წ. მშვიდობის სამიტზე მაღალი რანგის დელეგაციის გაგზავნისთვის. 

საყურადღებოა, რომ ინდოეთის დელეგაციამ არ დაუჭირა მხარი მშვიდობის ფორმულის მიერ მიღებულ საერთო კომუნიკეს. 

კონტექსტი 

თვის დასაწყისში მოდი რუსეთში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. 

"როგორც თქვენი მეგობარი გეუბნებით, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის აუცილებელია მშვიდობა. სწორედ ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ომი გამოსავალი არ არის" - ამბობდა მოდი. ვიზიტის განმავლობაში ვლადიმირ პუტინმა ინდოეთის პრემიერი რუსეთსა და ინდოეთის განსაკუთრებული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ანდრია პირველწოდებულის მედლით დააჯილდოვა - ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო. 

რუსეთსა და ინდოეთს შორის მჭიდრო პოლიტიკური კავშირებია საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული. ნიუ დელის მნიშვნელობა მოსკოვისთვის კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ - გასულ 2.5 წლის განმავლობაში ინდოეთი რუსული ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველი გახდა. 

სხვადასხვა მონაცემებით, ამ დროისთვის რუსულ ნავთობზე ინდოეთის მთლიანი იმპორტის 40% მოდის. 

მსგავსი სიახლეები