WSJ: ტრამპს უკრაინაში ომის დასრულების ახალ გეგმას სთავაზობენ

დონალდ ტრამპის გარემოცვაში უკრაინაში ომის დასრულების ახალ გეგმას განიხილავენ, რომელიც ფრონტის ხაზის არსებულ მდგომარეობაში გაყინვასა და კიევის მხრიდან ნატოში გაწევრიანებაზე 20 წლიან მორატორიუმს ითვალისწინებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტის გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ტრამპი იმეორებდა რუსეთ-უკრაინის ომს ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე დაასრულებდა. გასული 2 წლის განმავლობაში ტრამპმი მწვავედ აკრიტიკებდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომას და ამბობდა. ტრამპის აკრიტიკებდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას და ამას ძარცვას ადარებდა. 

კითხვაზე თუ როგორ აპირებს ომის დასრულებას ტრამპი პასუხობდა, რომ ამ გეგმას ვერ გააჟღერებდა, რადგანაც ამ შემთხვევაში ის აღარ იქნებოდა ეფექტური. 

ტრამპის საჯარო განცხადებების მიუხედავად გაზეთის წყაროები ამბობენ, რომ არჩეულ პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია არცერთი კონკრეტული გეგმა, რომელსაც მას თანაშემწეები სთავაზობენ. 

"თუ კი ვინმე აცხადებს, რომ მან კონკრეტულად იცის თუ რა გეგმით აპირებს ტრამპი ომის დასრულებას უბრალოდ არ იცის რაზე საუბრობს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაწინაურებულია"- ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო. 

Wall Street Journal-ის მასალაში ნათქვამია, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად რესპუბლიკელთა რამდენიმე ფრაქცია იბრძვის. წყაროს ცნობით, ტრამპის წინა ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, რომელიც ამჯერად თავდაცვის მდივნის პოსტზე განიხილება ტრამპს იმგვარი გეგმისკენ უბიძგებს, რომელიც მოსკოვისთვის გამარჯვების მომტანი არ იქნება. 

მეორეს მხრივ სავარაუდოა, რომ რიჩარდ გრენელი, რომელიც ახალ ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის ან ეროვნულ უსაფრთხოების მრჩევლად განიხილება უფრო მეტად მიდრეკილი იქნება აღასრულოს ტრამპის სურვილი ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ შეთანხმება კიევისთვის საგრძნობლად არახელსაყრელი იქნება. 

გეგმები, რომლებსაც ტრამპის გარემოცვაში განიხილავენ მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომისგან და ითვალისწინებს ფრონტის არსებულ მდგომარეობაში გაყინვას. 

გამოცემის ცნობით, ახალი გეგმა, რომელსაც ტრამპს თანაშემწეები სთავაზობენ ითვალისწინებს: ფრონტის არსებულ მდგომარეობაში გაყინვას და მთელ გაყოლებაზე დემილიტარიზებული ზონის შექმნას, უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე მინიმუმ 20 წლით უარის თქმას, ამერიკული შეიარაღების გადაცემის სანაცვლოდ. 

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ იმუშავებს დემილიტარიზებული ზონა და ვინ იქნება გააკონტროლებს ვითარებას, თუმცა გამოცემის წყარო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ იქნება ამერიკული არმია. 

"ჩვენ მზად ვართ წვრთნის პროგრამებისა და სხვა მხარდაჭერისთვის, მაგრამ იარაღის ლულა ევროპული უნდა იყოს. ჩვენ არ გავგზავნით ამერიკელ კაცებს და ქალებს უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და ჩვენ არ გადავიხდით ამის საფასურს. ეს ყველაფერი გერმანელებმა, ფრანგებმა და პოლონელებმა უნდა გააკეთონ"- ამბობს წყარო. 

ეს გეგმა იზიარებს ტრამპის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის, მიერ საჯაროდ გაჟღერებულ პოზიციებს. ამის შესახებ ვენსმა სექტემბერში შონ რაიანის პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა. 

25 ივნისს Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპისთვის შეთავაზებული ერთ-ერთი გეგმით უკრაინის სამხედრო დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა რუსეთთან მოლაპარაკებებს დაწყებას დათანხმდება. იმ შემთხვევაში კი თუ მოლაპარაკებების დაწყებაზე რუსეთი იტყვის უარის გეგმის მიხედვით ამერიკა გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას. 

გეგმის ავტორები ფრედ ფრიცი და კიტ კელოგი არიან, რომლებიც ტრამპის პირველი ვადის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსისა და მოადგილის პოსტს იკავებდნენ. 

"ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სტრატეგიას აირჩევს დონალდ ტრამპი, მაგრამ ნებისმიერ გამბიტი თუნდაც სამშვიდობო პროცესის დაწყების, რომ არაფერი ვთქვათ სამშვიდობო შეთანხმებაზე ბევრ წინააღმდეგობას გადააწყდება"- ნათქვამია მასალაში. 

 

მსგავსი სიახლეები