ზავის გახანგრძლივება და მძევლების შეთანხების გაფართოება - ბილ ბერნსი კატარშია

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ბირ ბერნსი კატარში იმყოფება სადაც სამეფოს პრემიერ-მინისტრს და მოსადის დირექტორს დევიდ ბარნეას ხვდება. 

ვიზიტის მთავარი თემა ჰამასსა და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების გაფართოებაა. 

წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში ზავი 29 ნოემბერსაც გაგრძელდება და ჰამასი კიდევ ათზე მეტ მძევალს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი თავისი ციხეებიდან კიდევ 60 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. 

7 ოქტომბრის შემდეგ, ეს ბილ ბერნსის მეორე ვიზიტია კატარში, ცნობილია, რომ CIA-ის დირექტორი აქტიურად მონაწილეობდა ჰამასსა და ისრაელს შორის პირველად შეთანხმებაში. 

კონტექსტი 

გუშინ, 27 ნოემბერს ჰამასმა და ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2 დღით გაახანგრძლივეს. 

ისრაელმა და ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების ნაწილის გათავისუფლების შესახებ თანხმობას 23 ნოემბერს მიაღწიეს. 

შეთანხმება ძალაში 24 ნოემბერს დილის 7 საათიდან შევიდა ძალაში. ცნობილია, რომ შეთანხმების ერთ-ერთ წინაპირობად ისრაელმა დანარჩენი მძევლების წითელი ჯვრის სამსახურის მიერ მონახულება დაასახელა. 

გარდა ამისა, შეთანხმების ფარგლებში ისრაელი ღაზის სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთების მოცულობას გაზრდას დათანხმდა, მათ შორის შეთანხმების ფარგლებში ომის დაწყების შემდეგ ღაზაში პირველად შევიდა საწვავიც. 

მსგავსი სიახლეები